ვორკშოპი წყალტუბოში - სამშვიდობო ინიციატივების შემუშავება

   

 

უჩვეულო შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს გამგეობის შენობაში. ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი პროექტის მონაწილემ, ფასილიტატორმა მარი ბალანჩივაძემ 16 ახალგაზრდა შეკრიბა და მათთან ერთად  ჩაატარა ვორკშოპი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის თემაზე.

აქტიური დისკუსიების, ჯგუფური მუშაობების და პრეზენტაციების დროს იგრძნობოდა ახალგაზრდების განსაკუთრებული ინტერესი თემის მიმართ. შემუშავდა სამშვიდობო ინიციატივები.

ვორკშოპი არის ერთ-ერთი ღონისძიება პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები