ქეთი კუჭავა და ანი ქუთათელაძე აქტიური მონაწილეები იყვნენ ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული სამდღიანი ტრენინგისა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე. იქ ისწავლეს ფასილიტატორობა და მიიღეს დავალება - დამოუკიდებლად ჩაეტარებინათ ვორკშოპი.
ახალგაზრდა ფასილიტატორებმა კონფლიქტის ტრანსფორმაციის თემას მიუძღვნეს ვორკშოპი წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში. ისაუბრეს პრობლემებზე, კონფლიქტის მოგვარების გზებზე, ქალთა სამშვიდობო ინიციატივებზე. იყო ჯგუფური მუშაობები და საინტერესო პრეზენტაციები.
მუშაობა წარიმართა პროექტის „ქალთა შესაძლებლობების განვითარება კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ახალი მიდგომების გამოსამუშავებლად“ ფარგლებში.