დასრულდა ვაჟებთან მუშაობის ერთი ციკლი. შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართა წყალტუბოს (16 ოქტომბერი), ოზურგეთისა (17 ოქტომბერი) და ლანჩხუთის (19 ოქტომბერი) მუნიციპალიტეტებში. შეხვედრების უდიდესი ნაწილი დაეთმო თავად ვაჟების მიერ გაკეთებულ მოხსენებას ძალადობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. მოიყვანეს მაგალითები და შეკრებილებს გაუზიარეს თავიანთი ცოდნა.
შეხვედრის ნაწილი დაეთმო ჯგუფურ სავარჯიშოებს. მონაწილეებმა იმსჯელეს, რამდენად საჭიროა არაფორმალური შეხვედრები, რომელ კლასებშია უმჯობესი შეხვედრების ჩატარება. დიდი ნაწილის აზრით, მიზანშეწონილია მუშაობა მეექვსე-მეცხრეკლასელებთან, რადგან ამ დროს უყალიბდებათ ბავშვებს სწორი აზროვნება.