- კონფლიქტების ანალიზი, მოლაპარაკება, კომუნიკაცია, თანასწორობა, პიროვნული კონფლიქტები - ამ თემებზე ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა ახალგაზრდულ ჯგუფებთან.
ბოლოს შემაჯამებელი ვორკშოპები გაიმართა. გავლილ თემებზე დისკუსიები ახალგაზრდა ლიდერებმა წარმართეს. შეხვედრებს ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგებიც. მონაწილეთა შეფასებით, არაფორმალური განათლებით, ინფორმირებით შესაძლებელია კონფლიქტების მართვა და ურთიერთობის დარეგულირება მოზარდებში.
ვორკშოპები ჩატარდა წყალტუბოში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)