„ჩემს მოსწავლეებს ვერ ვცნობ. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ფონდი „სოხუმის“ მუშაობის შედეგი,“ - აღნიშნა ერთ-ერთი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა.
ცვლილებები ეტყობა ახალგაზრდული კლუბების ყველა მონაწილეს. როგორც თავად ამბობენ, მოსწონთ თემები, უფრო გააქტიურდნენ და მუშაობის სტიმული აქვთ.
კლუბების შემაჯამებელი შეხვედრები თვითონ ახალგაზრდებმა ჩაატარეს. გამოიყენეს ყველა მეთოდი, რომლითაც საინფორმაციო შეხვედრებზე მუშაობდნენ: ინტერაქტივი, ჯგუფური სავარჯიშო, როლური თამაში, დისკუსია, უკუკავშირი.
შეხვედრის ყველა მონაწილე აქტიურად ჩაერთო. სწორედ ეს იყო წყალტუბოში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში ხუთთვიანი მუშაობის შედეგი.