ახალ სასწავლო წელს განახლდა ახალგაზრდული კლუბების მუშაობა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ნახევარწლიანი თანამშრომლობისთვის შეირჩა ახალი სკოლები - სიმონეთში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი), ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
უკვე ჩატარდა პირველი შეხვედრები. ინტერესი დიდია არა მარტო მოსწავლეების, არამედ სკოლის ხელმძღვანელების, პედაგოგების მხრიდან. სამომავლო გეგმებიც გაჩნდა: სხვადასხვა აქტივობა, გაცვლითი შეხვედრები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)