კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები განიხილეს მოსწავლეებთან გამართულ ვორკშოპებზე ფოთში - თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიაში, სენაკის მე-3 და ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლებში. ვორკშოპებს სკოლების დირექტორები და პედაგოგებიც ესწრებოდნენ. როგორც ითქვა, ისინიც საუბრობენ ამ თემებზე, მაგრამ ბავშვები კონფლიქტოლოგთან უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს და მუშაობასაც მეტი ეფექტი აქვს. ეს უკუკავშირშიც ჩანს:
„ასეთი მიზეზები მართლაც არის ცხოვრებაში და ვორკშოპზე მიღებული რჩევები გამოსადეგია.“
„სახალისო სავარჯიშოებით ვისიამოვნეთ და ბევრიც ვისწავლეთ.“
„ვორკშოპი მდიდარი იყო სხვადასხვა დავალებით. სხვა დროსაც სიამოვნებით დავესწრები.“
სამივე სკოლის მოსწავლეები დაელოდებიან შემდეგ შეხვედრას.