ტელეკომპანია „ეგრისის“ ეთერში ხშირად გადის სიუჟეტები სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შესახებ, ინფორმაციები იწერება გაზეთ „კოლხეთშიც“.
სენაკელი ჟურნალისტები, მედიასაშუალებების სიმცირის მიუხედავად, აქტიურად აშუქებენ გენდერულ საკითხებს.
6 მაისს ჩატარდა მორიგი შეხვედრები ჟურნალისტებთან, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან. ისინი გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობას ამ ეტაპზე და ისაუბრეს თავიანთ მისიაზე გენდერული პოლიტიკის გატარების კუთხით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით