ოზურგეთის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევა დაიწყო. კოლეჯ „ჰორიზონტში“ ახალგაზრდებთან ჩატარებულ ფოკუს-ჯგუფზე მოგვითხრობს ტელეკომპანია „გურიას“ ეთერში გასული სიუჟეტი.
რა მიზანს ემსახურება კვლევა; რა მოცულობით იგეგმება საქმიანობის ჩატარება; როგორია კვლევის არეალი და ვადები; რა მეთოდებით ხდება მონაცემთა მოპოვება; რამდენად ამომწურავ ინფორმაციას ღებულობს საბჭო სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე, რათა მათ საფუძველზე მოხდეს წინადადებებისა და რეკომენდაციების მიწოდება მომდევნო წლის ბიუჯეტისათვის. ამ კითხვებს საბჭოს წევრები - ფოკუს-ჯგუფის ორგანიზატორები პასუხობენ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით