პროექტის ფარგლებში მომზადებული რადიოსიუჟეტი ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე მოვითხრობს. რა პრობლემები გამოიკვეთა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგად და როგორ აპირებს საბჭო უპასუხოს ამ გამოწვევებს; რა პროექტები განახორციელა საბჭომ და რა არის ამ საქმიანობის კონკრეტული შედეგი.
საბჭოს წევრების ინფორმაციით, ბევრი ღონისძიებაა განსახორციელებელი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კუთხით.
სიუჟეტში ითქვა, რომ საბჭოს პროექტი „კიბო განაჩენი არ არის“ ამ პრობლემის მქონე ადამიანების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას ისახავს მიზნად, მაგრამ გარდა ამისა, ბევრი სხვა საკითხის ადვოკატირებაც ხდება: ოზურგეთს არა ჰყავს ონკოლოგი; არ არსებობს ამ დაავადების ადგილობრივი სტატისტიკა; არ არის განვითარებული დაავადებათა პრევენციის კულტურა.
საბჭოს წევრები კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ყოველთვის გრძნობენ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას, რომელიც ოზურგეთის მწირი ბიუჯეტის ფარგლებშიც კი ახერხებს საბჭოს საინტერესო იდეების მხარდაჭერას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით