„გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის“ – „რიონის“ სიუჟეტი

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელმაც მოგვითხრო  ფონდი „სოხუმისა“ და ქუთაისის მერიის დაფინანსებით ქობულეთში მოწყობილ ერთკვირიან საზაფხულო ბანაკზე - პროექტის „მოზარდთა ბანაკი - გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის“ ფარგლებში.
ბანაკის ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთნენ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, რომლებმაც სპორტული ღონისძიებების პარალელურად მოზარდებს შემეცნებითი ხასიათის ვორკშოპები ჩაუტარეს გენდერულ თემაზე.
სიუჟეტში მაღალ შეფასებას აძლევენ პროექტს ქუთაისის თვითმმართველობის ხელმძღვანელები, რომლებიც სპეციალურად ჩავიდნენ ბანაკში და შეხვდნენ ახალგაზრდებს. ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე მოზარდებში ჯანსაღი ფასეულობების ხელშეწყობისთვის მადლობას უხდიან საბჭოს წევრებს, რომლებმაც მოხალისეობრივად, საკუთარი წვლილი შეიტანეს პროექტის წარმატებაში.
პროექტზე ისაუბრეს საბჭოს  წევრებმაც. მათი თქმით, მოხდა კარგი პრეცედენტი, როცა სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი თავის რესურსებს აერთიანებენ ახალგაზრდობის ფიზიკური და სულიერი განვითარებისათვის.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები