25 აგვისტოს ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრში („გურია ნიუსის“ ოფისი) ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს დეპუტატი ლალი სიჭინავა. საუბრის თემა კი გენდერული ბიუჯეტის საკითხებს შეეხებოდა.
აღინიშნა, რომ ჟურნალისტებმა მეტად უნდა მიაქციონ ყურადღება ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესს, გააკეთონ გენდერული აქცენტები.
იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია გენდერულ საკითხებზე, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების გენდერული განათლება.
შეხვედრაზე გაჩნდა ინიციატივა, ამ თემაზე გაიმართოს ტრენინგი. ტრენინგი ფონდი „სოხუმისა“ და გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით გაიმართება სექტემბრის დასაწყისში ოზურგეთის, ქუთაისის და სენაკის მედიის წარმომადგენლებისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით