ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს, ამომრჩეველ ქალთა კლუბის, თვითმმართველობის, ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა რადიო „რიონის“ ეთერში ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით ქუთაისის გენდერული საბჭოს და თვითმმართველობის, საზოგადოების თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
რას ნიშნავს გენდერული ბიუჯეტი და რამდენად არის გაცნობიერებული ადგილობრივ დონეზე მისი აუცილებლობა; რა საკითხები გამოავლინა ჩატარებულმა გენდერული საჭიროებათა კვლევამ და როგორ აპირებს საბჭო მომავალ ბიუჯეტში მათი ასახვის ადვოკატირებას.
საუბარი შეეხო საბჭოების ქსელის შექმნას და მის მნიშვნელობას. ითქვა, რომ ფონდი „სოხუმის“ მიერ დაფუძნებულმა საბჭოებმა პრაქტიკაში უჩვენეს, რამდენად მნიშვნელოვანია, პარლამენტმა მხარი დაუჭიროს ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს.
ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს გენდერულ საბჭოსთან თანამშრომლობა: „მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მხარი დავუჭიროთ საბჭოს ნებისმიერ საინტერესო ინიციატივას, რადგან საბჭო კარგად ხედავს მოქალაქეთა პრობლემებს და გამოსავალსაც გვთავაზობს ამ პრობლემიდან“.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით