ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მრგვალი მაგიდის ფორმატით მოსახლეობასთან შეხვედრები ჩაატარეს. პირველი შეხვედრა სოფელ ხურჩის თემში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გაიმართა. მონაწილეები გაეცნენ ოჯახში ძალადობის თემაზე ჩატარებული მონიტორინგის პირველად მონაცემებს.
- რამდენად აქტუალურია ძალადობის პრობლემა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში, რა სახის ინფორმაციებს ფლობს მოსახლეობა და ვის მიმართავს ძალადობის შემთხვევაში - დისკუსია, ძირითადად, ამ საკითხებზე გაიმართა.
მონაწილეთა მხრიდან დასახელდა, რომ არაინფორმირებულობა, ტერიტორიული სიშორე, ფინანსების სიმცირე სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორებია მიმართვიანობის თვალსაზრისით.