-რამდენად არის ინფორმირებული საზოგადოება მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებზე, ძალადობის შემთხვევაში ვის უფრო მეტად მიმართავს, არსებული სერვისები რამდენად პასუხობს მსხვერპლის საჭიროებებს - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა წყალტუბოში, მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ შეხვედრაზე. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ ძალადობის თემაზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს.
მრგვალი მაგიდა ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „გენდერზე ორიენტირებული კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)