წყალტუბოს მუნიციპალიტის საკრებულოში ფონდმა „სოხუმმა“ მოაწყო მრგვალი მაგიდა თემაზე „რეფერალური სუბიექტების გაძლიერება ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში.“
შეხვედრას ესწრებოდნენ რეფერირების ადგილობრივი სუბიექტები: კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, ექიმები, სოციალური მომსახურების სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ჯგუფური მუშაობით განისაზღვრა მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებული რესურსები, გამოწვევები, სამომავლო პერსპექტივები და შეიქმნა ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის ერთიანი სტრატეგია ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით.