პროექტის „GREWS - კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების გენდერულად ორიენტირებული სისტემის“ ფარგლებში სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე: „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისები და მათი ეფექტიანობა“. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები არსებულ სერვისებზე. დისკუსიისას იმსჯელეს, რამდენად ეფექტიანია არსებული სერვისები, რა ტიპის დახმარებები უნდა დაინერგოს, რომ მსხვერპლმა უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს თავი.
მონაწილეებმა ინფორმაციის დეფიციტზეც ისაუბრეს, მათი მოსაზრებით, სოფლებში მოსახლეობა უფრო მეტად იყოს ინფორმირებული არსებულ სერვისებზე, რათა საჭიროების დროს შეძლონ მათი გამოყენება.