ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მრგვალი მაგიდა გაიმართა რეფერალური სუბიექტების მონაწილეობით. მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზე, რამდენად ეფექტიანია ძალადობის მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებული სერვისები, რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს რეფერირების სუბიექტების მუშაობა.
მონაწილეთა გამოსვლებში არაერთხელ გაჟღერდა, რომ დღემდე გამოწვევად რჩება თანამშრომლობის და კოორდინაციის დაბალი ხარისხი რეფერალურ სუბიექტებს შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეფერირების ადგილობრივი სუბიექტები: ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.