სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდმა ,,სოხუმმა“ ჩაატარა მრგვალი მაგიდა თემაზე „ძალადობის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა - სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება“.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მონაწილეებმა სენაკის მუნიციპალიტეტის მაგალითზე ისაუბრეს მსხვერპლის დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციაზე და განსაზღვრეს სოციალური თანამშრომლობის პერსპექტივები. მათ გამოსვლებში არაერთხელ გაჟღერდა, რომ დღემდე გამოწვევად რჩება რეფერალურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის დაბალი ხარისხი.