ჩატარდა იურისტის საინფორმაციო შეხვედრა სენაკში, სანატორიუმ „კოლხიდას“ კოლექტიურ ცენტრში. დევნილები აღნიშნულ შენობაში აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში: არის ანტისანტარია, შენობა სიცოცხლისთვის საშიშია. მათი უმთავრესი პრობლემა განსახლებაა, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო აქტუალურია სასმელი წყლის პრობლემა - გაფუჭებულია მილები.
ფონდი „სოხუმის“ იურისტი დაუკავშირდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათი დაპირებით, პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით