3, 4 და 11 სექტემბერს ჩატარდა ფსიქოლოგის ჯგუფური შეხვედრები და ინდივიდუალური კონსულტაციები წყალტუბოს, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ბენეფიციართა საერთო რაოდენობა შეადგენდა 24-ს.
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მონაწილეებმა იმუშავეს თემებზე: პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგია.
თემა ფსიქოლოგიური კუთხით გაანალიზდა: რთულ პრობლემათა გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების ეტაპების მექანიზმში ქალთა ინფორმირებულობა და უნარ- ჩვევების გამომუშავება მნიშვნელოვანი პროცესია მათი უფლებების დაცვის კუთხით. ადამიანები იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიას პრობლემის გადასაჭრელად. ყველაზე მარტივია ცდისა და შეცდომის მეთოდი, როდესაც ადამიანი გამოცდის პრობლემის გადასაჭრელ მრავალგზას, სანამ სწორს არ მიაგნებს.
ამ მექანიზმების გაცნობა დაეხმარება ბევრ მათგანს, არ გაექცეს პასუხისმგებლობას და დამოუკიდებლად შეძლოს პრობლემის მოგვარება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)