ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა შეხვედრა იურისტთან და ფსიქოლოგთან. შეხვედრას ესწრებოდა 10 ქალი, მათ შორის 5 დევნილი. ფსიქოლოგის თემას წარმოადგენდა აგრესიული სტრესი. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ თემა იყო ძალიან სასარგებლო და საინტერესო. იმიტომ რომ არსებობს ბევრი სტრესოგენული ფაქტორი. ეს დაადასტურა ინდივიდუალურმა მუშაობამ სოციალური ადაპტაციის შკალასთან, რომელშიც ყველას ჰქონდა მაღალი ციფრები, რადგან სტრესოგენულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ქალები გაეცნენ მედიტირების საფუძვლებს.
იურისტმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ ენიჭება ძალადობის მსხვერპლს სტატუსი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის თანახმად. მათ მიიღეს ინფორმაცია მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის შესახებ. ასევე გაიცა იურიდიული კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)