ხანგრძლივი ონლაინ მუშაობის შემდეგ დაიწყო ცოცხალი შეხვედრები. პირველი შეხვედრა ქობულეთში შედგა - ზღვის პირას. აქ პირველად მოეწყო ფსიქოლოგის შეხვედრა ქალებთან, რადგანაც ახლახან შეიქმნა ქალთა მხარდაჭერის ცენტრი. ასეთივე უჩვეულო შეხვედრები გაიმართა ხონის, წყალტუბოს, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. დისტანციურად, სათანადო რეგულაციების დაცვით. კიდევ ერთი შეხვედრა - ოღონდ ისევ ონლაინ - ჩატარდა ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ბენეფიციარებთან. ტრადიციის მიხედვით, იყო ინდივიდუალური შეხვედრებიც.
შეხვედრებზე ყველაზე აქტუალურ საკითხებზე საუბრობდნენ: სტრესთან ბრძოლა, ცვლილებებთან ადაპტირება, ოჯახური ურთიერთობების მოგვარება, რომ კამათი და კონფლიქტები ძალადობაში არ გადაიზარდოს. მუშაობდნენ ჰოლმსის შკალაზე სტრესული სიტუაციების მიხედვით. ქალებმა მადლიერება გამოხატეს ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის.