შეხვედრები ადგილობრივი თვითთმმართველობის წარმომადგენლებთან

1 2 3 4 5 6

ფონდი „სოხუმის“ მობილიზატორები აქტიურად არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. თვის განმავლობაში ისინი ესწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს, ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტში მიმდინარე სიახლეებს და შემდეგ აცნობდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ბენეფიციარებს. მათ 9 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი და ლანჩხუთი) საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან და ესაუბრნენ ცენტრის სერვისებსა და აქტივობებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია - ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის ფარგლებში

1 2 3

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი მეორე თვეა, ახორციელებს მცირე პროექტს, რომელიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა  შეხვედრები მე-7 და 21-ე სკოლის დირექტორებთან, განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელობასთან. ამას გარდა, მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა 21-ე სკოლის მოსწავლეებთან თემაზე: მავნე ჩვევები და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის პირველი ტრენინგი

1 2 

3 4

ფონდი „სოხუმის“ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ჰარმონიული გარემოს შექმნა პატარებისათვის. პირველი ტრენინგი ჩაუტარდა საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საბავშვო ბაღების მენეჯერებს და პედაგოგებს. მონაწილეებმა საინტერესო ინფორმაცია მიიღეს გენდერულ საკითხებზე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან მუშაობის კუთხით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ სამი ტრენინგი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გრძელდება კოკი/ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი

1 2

კოკი/ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი თებერვლიდან წარმატებით ახორციელებს მცირე პროექტს „უთხარი არა ძალადობას - იყავი აქტიური!“ პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებთან. მარტში კი გაიმართა ვორკშოპები ქალებისთვის ორ სოფელში -  ახალკახათსა და ორსანტიაში. ვორკშოპებზე განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი და არსებული სამართლებრივი მექანიზმები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საქველმოქმედო აქცია ფოთში

1 1 3 1

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრს მიმართა ბენეფიციარმა, რომელმაც ითხოვა დახმარება. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები. მამას ავარიის შედეგად აქვს ხერხემლის პრობლემა და არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.

ფონდმა „სოხუმმა“ მხარდაჭერისთვის მიმართა „კარიტას საქართველოს“, რომელსაც ყოველთვის გულთან ახლოს მიაქვს ადამიანთა პრობლემები. ამჯერადაც ასე მოხდა - ოჯახმა მიიღო დახმარება პროდუქტებით და ტანსაცმლით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები