70 ბენეფიციარი - შეხვედრები ფსიქოლოგთან

1 2 3 4 5

მარტში ფსიქოლოგის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა 9 კოლექტიურ ცენტრში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში. მათში მონაწილეობა მიიღო 55 ბენეფიციარმა.

როგორც ყოველთვის, შეხვედრების შემდეგ იყო ინდივიდუალური კონსულტაციებიც. ინდივიდუალური რჩევები მიიღო 8 ბენეფიციარმა. ფსიქოლოგმა იმუშავა ერთ საოჯახო წყვილთან, 9 ადამიანთან - ოჯახში კრიზისულ ურთიერთობებზე. იყო 8 სატელეფონო ზარი და 4 კონსულტაცია სკაიპით. ყოველივე ეს ხელს უწყობს ბენეფიციართა ფსიქორეაბილიტაციას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

27 საინფორმაციო შეხვედრა - 9 მუნიციპალიტეტში

1  2 3 4 5 6 7 8 9

27 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, თერჯოლის, სენაკის, ფოთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში - დევნილთა დასახლებებში, სოფლებსა და ქალაქებში. შეხვედრების თემა იყო გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები და ოჯახური ძალადობა. საინფორმაციო შეხვედრები ქალთა სოლიდარობის კვირეულს მიეძღვნა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი - შეხვედრა თეკლათში

1 2 3

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სოფელ თეკლათის სამედიცინო პერსონალთან, სკოლის დირექტორთან და პედაგოგებთან. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის მიზანსა და აქტივობებზე. შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრობლემას და ყოველი ჩვენგანის როლს პრევენციის პროცესში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გრძელდება ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი

1 2

გრძელდება ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტი. მარტში პროექტის  ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მერის წარმომადგენლებთან ნახახულევსა და გოჩა ჯიხაიშში. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეების ინფორმირებულობას კონფლიქტებისა და ბულინგის პრევენციისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

6 ინდივიდუალური კონსულტაცია და დახმარება ძალადობის მსხვერპლს

ფონდი „სოხუმის“ იურისტებმა მარტში 6 ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაატარეს. კონსულტაციები, ძირითადად, ეხებოდა ოჯახში ძალადობის და ოჯახურ კონფლიქტებს. მომართვა მოხდა ოზურგეთის, ლანჩხუთის, სენაკის და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებიდან.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალადობის ერთ მსხვერპლს დახმარება გაეწია  მსხვერპლის სტატუსის მოპოვებაში, რასაც შემდგომ სასამართლო პროცესზე  გამოიყენებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები