ქალთა მიგრაციის თემა ვორკშოპზე

  

- მე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ქალთა წასვლას საზღვარგარეთ. განსაკუთრებით იმ ასაკში, როცა შვილებს დედა ძალიან სჭირდებათ. სამწუხაროდ, იგივე პრობლემის წინაშე ჩვენი ოჯახიც დადგა და მე მხარი დაუჭირე დედის წინადადებას, თურქეთში წასულიყო სამუშაოდ. ამ საკითხს უკვე ასე მტკივნეულად არ განვიცდი. მთავარია, ყველამ იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა.

- ჩემს მეზობლად ცხოვრობს ოჯახი. დედა სამუშაოდ წავიდა. ბავშვს ბებია ზრდის. მამამ დალევას მოუხშირა და სულ კონფლიქტი ჰქონდათ. გოგონა ბებიას საერთოდ არ უჯერებდა. ოჯახში ფინანსები გამოუჩნდათ, მაგრამ ყველაფერი აირია. დედა იძულებული გახდა,  დაბრუნებულიყო.

ასეთი ისტორიების გარჩევის ფონზე გაიმართა  ვორკშოპები წყალტუბოში, ხონსა და კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ  ქალთა მიგრაცია კონფლიქტების მოგვარების საფუძველი შეიძლება გახდეს, თუ ოჯახის ყველა წევრი თავის წილ პასუხისმგებლობას იგრძნობს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თანამშრომლობის მემორანდუმი ფონდ „სოხუმსა“ და კლინიკა „უნიქალმედის“ შორის

ფონდ „სოხუმსა“ და კლინიკა „უნიქალმედის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი გულისხმობს ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ექიმთა ჯგუფის ჩაყვანას და ბენეფიციარებისათვის უფასო კონსულტაციების უზრუნველყოფას. კონსულტაციები ჩატარდება ხონის, წყალტუბოს, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brotfür die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით  (გერმანია)

ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი – საინტერესო შეხვედრა ფსიქოლოგთან

 

- ცხოვრების რთული რიტმის შედეგად ჩვენ ვიცვლებით, სხვანაირები ვხდებით. ამ დროს ჩვენს დასახმარებლად მოდის ჩვენი მეუღლე. მასთან შეიძლება იყო ის, რაც სინამდვილეში ხარ. მამაკაცს ჰყავს ცოლი და შვილები, ქალს - ქმარი და შვილები. შვილები იზრდებიან და თავიანთ ოჯახებს ქმნიან, ხშირად - მიდიან მშობლებისგან. მაგრამ ჩვენ გვერდით რჩება ქმარი. ასე რომ ქორწინებაში ჩვენ მარტონი არა ვარ. ამაშია არსი ოჯახური ბედნიერებისა, რომელშიც ძალადობის ადგილი არ რჩება…

ინტერესით უსმენდნენ ქალები ფსიქოლოგის საუბარს ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა გაიმართა სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სადაც ესწრებოდა 10 ბენეფიციარი 21-დან 60 წლამდე.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი –ფსიქოლოგის რჩევები

  

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ბენეფიციარები 15-დან 50 წლამდე. საუბრობდნენ ოჯახურ ბედნიერებაზე, ბედნიერების საფუძვლებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე, ოჯახის კეთილდღეობაზე.

ბევრი აქტუალური, მნიშვნელოვანი და საჭირო  ინფორმაცია მიიღეს მონაწილეებმა. მათ განსაკუთრებით დაამახსოვრდათ  ფსიქოლოგის რჩევა: ბევრი ქალი ელოდება, რომ მისი საყვარელი ადამიანი მიუხვდება სურვილს ან ცუდი განწყობის მიზეზს. თუ რაიმე გინდათ - უთხარით ამის შესახებ, თუ შეურაცხოფილი ხართ - ესეც უთხარით. ამგვარად მამაკაცი უკეთ შეძლებს თქვენს გაგებას და თქვენც ნაკლები საბაბი გექნებათ გულისტკენისათვის.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით  (გერმანია)

ფსიქოლოგი წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

  

ოჯახური ბედნიერების საფუძვლები - ამ თემაზე საუბრობდნენ ფსიქოლოგიურ ჯგუფურ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრაზე წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. როგორ და რა ნიადაგზე იგება ოჯახური ბედნიერება, რა გზითაა შესაძლებელი ძალადობის პრევენცია - ამ საკითხებზე აქტიურად მსჯელობდნენ შეკრებილები. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ქალების ნათქვამი, რომ  ოჯახში კეთილდღეობის ფაქტორებია - ქალის სასიამოვნო ლაპარაკი, უანგარობა და ორმხრივი პასუხისმგებლობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები