წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - საუბარი ასერტულობაზე

 

ასერტულობის თემაზე გაიმართა ფსიქოლოგიური ჯგუფური საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა 10 ქალთან წყალტუბოს ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში. ეს არის თემა ეფექტური ურთიერთობისა, რომელიც გამორიცხავს აგრესიას, ძალდატანებას. ეს არის პარტნიორული, თანაბარი დამოკიდებულება ერთმანეთთან. მონაწილეები გაეცნენ ასერტული ურთიერთობების წესებს, იმუშავეს ასერტული ქცევის ბარათზე. ეს საჭირო თემა  იყო მათთვის, რაც აღნიშნეს კიდეც უკუკავშირის დროს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურიდიული შეხვედრების ციკლი აგვისტოში

  

 

ფონდი „სოხუმის“ იურისტებმა აგვისტოში ჩაატარეს შეხვედრების ციკლი კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში, სოფელ გოჩა-ჯიხაიშში (ხონის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის, სენაკის, ფოთის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

თემა უცვლელია - კანონი, რომელიც არეგულირებს  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობას. თუმცა შეხვედრების დროს საუბარი იყო  სხვა აქტუალურ საკითხებზეც: კანონი უძრავი ქონების შესახებ, სამოქალაქო კოდექსი, ალიმენტები, განქორწინება. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციებიც.

ქალები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, სვამდნენ შეკითხვებს და იღებდნენ ამომწურავ პასუხებს. იურისტის კონსულტაციები ეხმარება ქალებს თავიანთი პრობლემების მოგვარებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პიროვნული კონფლიქტები და მისი მართვა

  

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად პრევენციულ ღონისძიებებში მნიშვნელოვანი ელემენტია კონფლიქტების მართვა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიცნობდეთ ჩვენს შიგნით მიმდინარე კონფლიქტებს.

ეს მოსაზრებები გაჟღერდა ქალებთან კონფლიქტოლოგიის თემაზე გამართულ ვორკშოპებზე ფოთის, ქუთაისის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

როგორ ვმართოთ საკუთარი ემოციები, როგორ დავძლიოთ პიროვნული კონფლიქტები - ამ საკითხებზე დისკუსიები კონკრეტული მაგალითების გარჩევის ფონზე მიმდინარეობდა. საერთო მოსაზრებით, თუ ადამიანებმა ვერ მოახერხეს საკუთარი ემოციების მართვა, მათ ირგვლივ კონფლიქტების წარმოქმნის რისკი ყოველთვის იარსებებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგის საკონსულტაციო შეხვედრაზე სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

  

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ფსიქოლოგის ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა თემაზე „კომუნიკაცია ძალადობის გარეშე“. ამას გარდა ჩატარდა სამი ინდივიდუალური კონსულტაცია სხვადასხვა თემაზე: დეპრესია განქორწინების შემდეგ, როგორ გავუმკლავდეთ სტრესს ავტოკატასტროფის შემდეგ. განსაკუთრებით საინტერესო იყო პასუხი პრობლემაზე „ვერ ვეუბნები ადამიანებს არას“. ფსიქოლოგის რჩევით, შეიძლება შემდეგი მეთოდის გამოყენება: „მინდოდა ამაზე ფიქრი. მოდი, ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდეთ“. ეს მოგცემთ დროს პასუხის მოსაფიქრებლად და შესაძლებლობას, მოვემზადოთ მყარი უარისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგთან შეხვედრა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში

 

13 მონაწილე ესწრებოდა ფსიქოლოგის ჯგუფურ საკონსულტაციო შეხვედრას ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. შეხვედრის თემა იყო „კომუნიკაცია ძალადობის გარეშე“. მონაწილეებისთვის  თემა საინტერესო აღმოჩნდა. ისინი საუბრობდნენ საზოგადოებაში გავრცელებულ აგრესიაზე, ძალადობაზე, ჰარმონიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. ფსიქოლოგმა საჭირო რჩევები მისცა შეხვედრის მონაწილეებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები