
აგვისტოს პირველი ნახევარი ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებისთვის საშვებულებო პერიოდი იყო, მაგრამ გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება ჩატარდა. ნაწილი ივლისის ბოლოს და ნაწილიც - აგვისტოს მეორე ნახევარში.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ჩაატარეს საინფორმაციო-სამობილიზაციო შეხვედრები. შეხვედრებზე განხილული იყო შემდეგი თემები: ახალგაზრდების საერთაშორისო დღე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაციების ნუსხის გაცნობა დევნილი მოსახლეობისათვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)




ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო შეხვედრაზე მონაწილეობდა 10 ქალი 15-დან 68 წლამდე. საუბრის თემა იყო ურთიერთობა დაძალების და საყვედურების გარეშე ანუ არაძალადობრივი კომუნიკაცია. ჩამოაყალიბეს აგრესიის გარეშე ურთიერთობის წესები, რაც აუცილებელია ძალადობის პრევენციისთვის.