ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები ქუთაისში

   

 

ქუთაისში, დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილებში ივლისში გაიმართა 9 ჯგუფური და 6 ინდივიდუალური შეხვედრა. სულ 47 ბენეფიციარი ესწრებოდა. ჯგუფური შეხვედრების ძირითადი თემა იყო ოჯახური ბედნიერება, კეთილდღეობის ფაქტორები. ის, რომ ბედნიერი ოჯახი - იღბალი და გამართლება კი არა, ორი მოსიყვარულე ადამიანის მუდმივი, ღრმა და შინაგანი მუშაობაა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმი“ - „პანაცეაში“

  

20 ივლისს ფონდი „სოხუმი“ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა და მოზარდთა დღის ცენტრ „პანაცეას“ ესტუმრა. ცენტრი მესამე თვეა ფუნქციონირებს ხონში. მისი პერსონალი დღემდე მოხალისეობრივად ემსახურება საკმაოდ სენსიტიურ ჯგუფს და ცდილობს, ბავშვებს შეუქმნას კომფორტული და ადაპტირებული გარემო. ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით აქცია მოეწყო: შეგროვდა სათამაშოები, წიგნები და სხვადასხვა გასართობი ნივთები. აქციას შეუერთდა საკანცელარიო მაღაზია შპს „მომავალთათვის“, რომელმაც სხვადასხვა სახის საკანცელარიო ნივთები გამოყო ბავშვებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგიური ოჯახური საკონსულტაციო შეხვედრა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით

  

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ინიციატივით ამჯერად გაიმართა ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრა სოფელ გოჩა-ჯიხაიშში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახთან.

ოჯახში 8 ადამიანია, არავინ არ მუშაობს. ოჯახის ზოგიერთი წევრი სოციალურად არაადაპტირებულია, ზოგს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბავშვებს აღენიშნებათ სიძნელეები სწავლების პროცესში. ამ ოჯახს არაერთხელ დაეხმარნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები, მაგრამ ერთჯერადი დახმარება ხელს ვერ უწყობს მათი პრობლემების სრულფასოვან მოგვარებას. საჭიროა მეტი მხარდაჭერა. დახმარების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ ფონდ „სოხუმს“ ან ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვორკშოპები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში: ქალთა მიგრაცია და ოჯახური კონფლიქტები

 

- ქალთა მიგრაციის თემაზე საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. უმეტესობის აზრით, ქალი არ უნდა წავიდეს, არ უნდა დატოვოს შვილები. იმაზე ნაკლებად საუბრობენ, რომ ქალი სწორედ ოჯახის და შვილების გამო იღებს ამ გადაწყვეტილებას.

- თუ ოჯახში კონფლიქტია, ხშირად მიგრაცია საუკეთესო გამოსავალია. ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას სწორი დამოკიდებულება  ჰქონდეს ქალთა მიგრაციის მიმართ. თუ ქალის წასვლით ოჯახში კონფლიქტი იქმნება, ეს მხოლოდ ქალის კია არა, ოჯახის დანარჩენი წევრების დანაშაულიც არის.

ასეთი მოსაზრებები გამოითქვა ქალების ჯგუფთან გამართულ ვორკშოპებზე ფოთის, სენაკის და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კლინიკა „უნიქალმედის“ და ფონდი „სოხუმის“ უპრეცედენტო აქცია კოკში

    

200-მდე ადამიანი შეიკრიბა 16 ივლისს სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) - აქ იყვნენ არა მარტო ამ სოფლის, არამედ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების - ორსანტიის, ხურჩის, კახათის მცხოვრებნი. აქციას კარგი ორგანიზება გაუკეთა ფონდი „სოხუმის“ ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა - მობილიზატორებმა აქტიურად გაავრცელეს ინფორმაცია ძალიან საჭირო და სასარგებლო აქციის შესახებ.

ქუთაისის კლინიკა „უნიქალმედიმ“ ამ დღეს აფხაზეთთან ახლომდებარე სოფლებში უფასო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაატარა შემდეგი მიმართულებებით: რადიოლოგია, ექოსკოპიური კვლევა, კარდიოლოგია, ნევროლოგია, თერაპია, უროლოგია,  გასტროენტოროლოგია,  ქირურგია და ენდოკრინოლოგია.

აქცია მხოლოდ ამით არ დასრულებულა - კლინიკის მედიკოსებმა 9 ადამიანი იმ დღესვე ჩამოიყვანეს ქუთაისში თავიანთი ტრანსპორტით. 16 ადამიანი ამჟამად სტაციონარშია მოთავსებული - მათ უფასოდ უტარდება მკურნალობა. განსაკუთრებული ის არის, რომ თანხის ნაწილს სახელმწიფო დაზღვევა ანაზღაურებს, დანარჩენ თანხას კი, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კლინიკა დაფარავს.

მათ, ვინც აქციის დღეს ვერ მოასწრო უფასო სერვისით სარგებლობა, კლინიკა 50%-იანი შეღავათით მოემსახურება.

ეს მართლაც უპრეცედენტო აქციაა, რომელიც ქუთაისის კლინიკა „უნიქალმედიმ“ მოაწყო ფონდ „სოხუმთან“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

აქცია გაგრძელდება ფოთში, ხონსა და სენაკში.   

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები