იურისტის შეხვედრა დევნილებთან

ფონდი „სოხუმის“ იურისტი 7 მაისს სენაკში შეხვდა კომპაქტურად ჩასახლებულ  დევნილებს. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და სენაკის გენდერული საბჭოს მუშაობის შესახებ. საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალურად დაცვის მინისტრის ბრძანება #141/ნ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესსა და პროცედურებზე. 
შეხვედრის დროს გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემა. იურისტმა გააცნო დევნილი ოჯახის წევრებს სოციალურად დაუცველთა ბაზის აუცილებელი ეტაპები და პროცედურები. მომზადდა განცხადება ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელი პრობლემის მოგვარების მიზნით.
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრა რეპროდუქტოლოგთან

ქალებისათვის რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია ყოველთვის საჭირო და საინტერესოა. ამჯერად ექიმმა-რეპროდუქტოლოგმა  შეხვედრა ჩაატარა კოკის საჯარო სკოლაში. ესწრებოდნენ სოფელ კოკში მცხოვრები ქალბატონები.

შეხვედრის თემა აქტუალური იყო მათთვის - კლიმაქტერული პერიოდის პრობლემები.
შეხვედრის დროს დაისვა შეკითხვები, რაზეც მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს. რამდენიმე ქალბატონმა ისარგებლა რეპროდუქტოლოგის ინდივიდუალური კონსულტაციით.
 
 
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

6 შეხვედრა, 4 სეანსი, 3 ზარი

აპრილში ქუთაისის დევნილთა 6 კოლექტიურ ცენტრში ჩატარდა 6 საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა, სადაც მონაწილეობდა 49 ქალი 20-დან 68 წლამდე.  გაიმართა ოჯახური თერაპიის 4 სეანსი, იყო 3 ზარი ცხელი ხაზის ტელეფონზე.
ჯგუფურ შეხვედრებზე გაგრძელდა წინა თვეს დაწყებული თემა - ქალური შიშები, განგაში, ფობიები, პანიკა. კვლევები ადასტურებს, რომ ქალებს უფრო აქვთ შიშები და ფობიები, ვიდრე მამაკაცებს. მაგრამ შიშთან ბრძოლა არ არის საჭირო. შიში მტერი არ არის. ის სიგნალიზაციაა, რომელიც გაფრთხილებთ. თუ შეისწავლით და გაიგებთ შიშს, ის შეიძლება საჭირო და მნიშვნელოვან მოკავშირედ იქცეს განვითარების გზაზე.
შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს სარეკომენდაციო ფურცლები.
 
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურიდიული შეხვედრა ქუთაისში - საუბარი სამეზობლო ურთიერთობებზე

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მთავარ თემას წარმოადგენდა სამეზობლო ურთიერთობები და მათი სამართლებრივი რეგულაციები. საუბარი იყო სამეზობლო ურთიერთპატივისცემის, ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებებზე. აღმოჩნდა, რომ  შეხვედრის მონაწილეების თითქმის უმეტესობას აწუხებს სამეზობლო ურთიერთობის პრობლემები. ასევე გაიცა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

8 საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა იურისტთან

აპრილში ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ჩაატარა 8 საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები. საუბრის თემები, მონაწილეთა ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა იყო: კანონი დევნილთა შესახებ, ადამიანი და მისი ძირეული უფლებები, მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უფლება და ა. შ.
გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე: დევნილის შემწეობის აღდგენა, ჩვილი ბავშვისთვის დევნილობის შემწეობის დანიშვნის პროცედურები, სოციალურად დაუცველთა შეფასების კრიტერიუმები, ბინით დაკმაყოფილებულ დევნილთა უფლებები და ვალდებულებები.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები