სამი შეხვედრა ფსიქოლოგთან

  
 
ფსიქოლოგის კონსულტაციები გაიმართა წყალტუბოს და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მესამე შეხვედრა კი ჩატარდა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის გამგეობაში, სადაც ქალბატონებთან ერთად დაესწრნენ მამაკაცებიც.
ბენეფიციართა საერთო რაოდენობა იყო 28 ადამიანი, შეხვედრების თემა კი საერთო:  ოჯახში ძალადობის ნეგატიური გავლენა მცირეწლოვან ბავშვებსა და მოზარდებზე.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, გაანალიზდა მშობლების კომპეტენციის გაუმჯობესება ბავშვის აღზრდის სფეროში, რომ თავიდან იყოს აცილებული მათი ანტისოციალური, აგრესიული, დეზადაპტაციური და ფსიქიკურ-სომატური პრობლემები. განხილულ იქნა პრევენციული ზომებიც.
მონაწილენი დაინტერესდნენ თემით. აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში მამაკაცებიც და შემდგომი თანამშრომლობის  სურვილი გამოთქვეს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დევნილთა პრობლემები - იურისტთან შეხვედრაზე ქუთაისში

10 ივნისს ჩატარდა იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრის ათი მონაწილე გაეცნო სხვადასხვა სახის ინფორმაციას, რომელიც პრობლემათა სამართლებრივ რეგულაციას ეხება. ამ კორპუსში ისინი 10 წლის წინ ჩაასახლეს, თუმცა ამბობდნენ, რომ შენობა ავარიული და საცხოვრებლად უვარგისი იყო.
კორპუსის ბოლო სართულზე ჭერი ჩამოწეულია და დღითი დღე საშიშია იქ ყოფნა. არის კანალიზაციის, სარდაფის და გზის საფარის პრობლემა. იურისტმა გასცა კონსულტაცია, თუ რა პროგრამები არსებობს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვის უნდა მიმართონ და რა სახით. დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ მოამზადებენ განცხადებას და დაიწყებენ პრობლემების ადვოკატირებას.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სოფელ კვირიკეთის პრობლემები - იურისტთან შეხვედრაზე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტმა პირველად ჩაატარა შეხვედრა. მოსახლეობის პრობლემას წარმოადგენს გზის საფარი, რომელიც ბუნებრივი აირის შეყვანის დროს დაზიანდა და დღემდე უყურადღებოდ არის მიტოვებული.
არის წყლის პრობლემაც. მოსახლეობის 80%-ს სახლში ჭა აქვს, მაგრამ უმეტესობა ზაფხულის სიცხეების დროს შრება. დასახლებასთან მიყვანილია წყლის მილები და საჭიროა მცირედი სამუშაოს ჩატარება, რათა ეს პრობლემა მოიხსნას.
დასახლებაში მცხოვრებ ორ პირს სასამართლოში წარსადგენად იურისტმა მოუმზადა სარჩელი, რომელიც ეხება სოციალური და საოჯახო სამართლის სფეროს.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

იურისტის შეხვედრა დევნილებთან

8 ივნისს ფონდი „სოხუმის“ იურისტი შეხვდა სენაკში, ყოფილი პროფსასწავლებელის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებს, გააცნო მათ ფონდის და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა.
რადგან მათ მთავარ პრობლემას განსახლება წარმოადგენს, დამსწრეთა თხოვნით, მათ მიიღეს იურისტისგან ინფორმაცია ამ საკითხის და დევნილთა კანონის შესახებ. შეხვედრის შედეგად მონაწილეებმა გაიგეს აპლიკაციის შევსების და სოფლად სახლის ყიდვის პროგრამის არსებობის შესახებ. ასევე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები საკითხებზე: სოციალურად დაუცველი პირის კრიტერიუმები, ქულების შეჯამების წესები, იგპ სტატუსის აღდგენა, ომის ვეტერანის დოკუმენტის აღდგენის აუცილებლობა და მისი პროცედურები...
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

იურისტი დევნილთა ჩასახლებებში

ფონდი „სოხუმის“ იურისტმა მაისში 7 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა დევნილთა ჩასახლებებში. შეხვედრებს ესწრებოდა 51 მოქალაქე. მათი მთავარი პრობლემებია: უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, განსახლება, ფართებით დაკმაყოფილება, გაზიფიცირება, ფართების დაკანონება, ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხები.
შეხვედრის დამსწრეების ინტერესებიდან გამომდინარე, იურისტმა მიაწოდა მათ ინფორმაცია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები ძალადობის მსხვერპლთა და მათი შვილების უფლებებზე.
იურისტმა ასევე განცხადება მოუმზადა ერთ სოციალურად დაუცველ ქალბატონს ჯანმრთელობის გამოკვლევისა და მედიკამენტების დაფინანსების თხოვნით.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები