სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და აქტივისტი ქალების შეხვედრა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. მონაწილეებმა ძალადობის პრობლემის მასშტაბებზე ისაუბრეს.
- სოფელში საკმაოდ ხშირია ოჯახური კონფლიქტები, რომლებიც ხშირად ძალადობამდე მიდის, ამიტომ ასეთ კონფლიქტებზე ადრეულ სტადიაში რეაგირება მნიშვნელოვანია. ადრეული პრევენცია შეამცირებს პრობლემის მასშტაბებს, - ითქვა შეხვედრაზე.
მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია სტამბულში ჩატარებული ტრენინგის შესახებ და იმსჯელეს, როგორი სტრატეგიით უნდა გააგრძელონ მუშაობა, რომ ყველა ასპექტში გენდერული აქცენტი გამოიკვეთოს.