წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართული კამპანიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების შეფასებით დაიწყეს. აღინიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით გაზრდილია მოსახლეობის ინფორმირება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. გაზრდილია ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობა, რაც ამ კამპანიაში მათი აქტიური ჩართულობით გამოიხატება.
შეხვედრის მომდევნო ნაწილში მოდერატორმა ისაუბრა, რა პრობლემები გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრების დროს. ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს, აღნიშნული პრობლემები რამდენად არის რისკის შემცველი კონფლიქტების განვითარების თვალსაზრისით.