ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით ტრენინგი ჩატარდა თემაზე „კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების გენდერულად ორიენტირებული სისტემა“. ტრენინგში მონაწილეობდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ზუგდიდის, წალენჯიხის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, გენდერული საბჭოს წევრები, ჟურნალისტები, ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, სხვადასხვა თემის ლიდერი ქალები.
მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები, რას გულისხმობს და რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტების ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა თვითმმართველობებში.
- რომელი პრობლემებია თემში განსაკუთრებით აქტუალური, როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემებზე რეაგირება, ვის რა პასუხისმგებლობა აკისრია ადვოკატირების პროცესში - ამ საკითხებზე პრაქტიკული მუშაობა სხვადასხვა ჯგუფში გაგრძელდა.
მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგმა შექმნა შესაძლებლობა, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და თემის აქტივისტებს ერთობლივად ემსჯელათ პრობლემათა მოგვარების გზებზე.