ქალთა საინიციატივო ჯგუფები კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში აგრძელებენ შეხვედრებს და მსჯელობენ თემში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც კოვიდპანდემიამ განსაკუთრებით გაამძაფრა.
პანდემიის შიში, ფსიქოლოგიური საჭიროებები, სამუშაოს დაკარგვა, მედიკამენტებზე ხელმიუწვდომლობა, უტრანსპორტობა და გადაადგილების შეზღუდვა - ეს იმ პრიორიტეტულ პრობლემათა ჩამონათვალია, რომლებიც ქალთა საინიციატივო ჯგუფების ადვოკატირების გეგმაში გაიწერა. ადვოკატირება ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)