კორონავირუსით შექმნილი პრობლემები აფხაზეთის სოფლებში

1 2

ონლაინ შეხვედრა ჩატარდა სოფელ წყოუშის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) დასახლების ქალებთან. ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე აფხაზეთში,  სოფელ საბერიოში მცხოვრები ქალებიც, რომლებმაც იქ არსებულ პრობლემებზე გააკეთეს აქცენტი. მათი თქმით, პანდემიის პირობებში გაიზარდა სტრესი და დაძაბულობა, რაც უკავშირდება არაინფორმირებულობას კორონავირუსზე, წამლების, საკვები პროდუქტების დეფიციტს, მოძრაობის შეზღუდვას. განსაკუთრებული სირთულე შეექმნათ სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც ინტერნეტის არარსებობის გამო არა აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სასწავლო პროგრამაში.

ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ხურჩა: პრობლემის ადვოკატირების შედეგი

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ მიერ  გამართულ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე პრობლემებზე საუბრისას სოფელ ხურჩის თემში დაასახელეს ის, რომ ადრე სოფელში ჩამოდიოდნენ   ექიმები, ახლა კი არავინ ატარებს კონსულტაციებს. შეხვედრის შემდეგ პრობლემის ადვოკატირება დაიწყო.  ადვოკატირების პროცესში ჩაერთო ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატი და მერის წარმომადგენელი სოფელში ირუზა კაკავა.

შედეგად: სოფელს სამედიცინო პერსონალი ეწვია, რომელმაც ყველა რეკომენდაციის დაცვით გაუწია მოსახლეობას კონსულტაცია. ამასთანავე ადამიანებმა მიიღეს ინფორმაცია, სად დარეკონ, ვის მიმართონ ტემპერატურის აწევის ან რაიმე საეჭვო შემთხვევის დროს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

საინფორმაციო შეხვედრა კახათში

1 2

დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში. ლოკაციად სოფელ კახათის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის) თემი შეირჩა.

- რა პრობლემის წინაშე დგას მოსახლეობა, რა არის მათთვის პრიორიტეტული, რა მიმართულებით  საჭიროებენ დახმარებას და თანამშრომლობას - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა ონლაინ შექმნილ ჯგუფებში.

 - სურსათის მომარაგების საკითხი, საგაზაფხული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება, იზოლაციით შექმნილი ფსიქოლოგიური პრობლემები, - შეკრებილებმა, ძირითად, ამ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი.

პრობლემების იდენტიფიცირების შემდგომი პროცესი ამ საკითხების ადვოკატირებაა, რაც ასევე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

საინფორმაციო შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში - სოფელი ხურჩა

1 2

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ონლაინ შეხვედრა ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) თემის აქტივისტებთან. აღინიშნა, რომ ხურჩის თემში, ძირითადად, ასაკოვანი ადამიანები ცხოვრობენ, მთელი სოფელი რისკის ზონას წარმოადგენს და ეს ამძაფრებს მათ  შიშსა და ფორიაქს.

შეხვედრისას არაერთხელ გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მოსახლეობა ძალიან დარდობს გალის ტერიტორიაზე დაჩენილ ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე, რომლებიც ურთულეს სიტუაციაში ცხოვრობენ.

პანდემიასთან დაკავშირებული ემოციური ფონის მიუხედავად, მოსახლეობა ცდილობს სტაბილურობის შენარჩუნებას და ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინებას.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

მონიტორინგი კონფლიქტისპირა სოფლებში

1 2

„ქალთა/გოგონათა უფლებების დარღვევა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში“ - ამ მიმართულებით ჩატარებულ გამოკითხვაში ჩართული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კიდევ ორი სოფელი - კახათი და შამგონა. მიღებული მონაცემების ანალიზის შემდეგ შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები,  რომელთა ადვოკატირებაც ადგილობრივ დონეზე მოხდება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები