დიდი და პატარა პრობლემები ორსანტიაში

1 2

- ჩვენთვის არ არსებობს დიდი და  პატარა პრობლემა, ყველა პრობლემა მნიშვნელოვანია და გვინდა, ვიაქტიუროთ მათ გადასაჭრელად, - ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ ქალებს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის თემში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ისინი თვლიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით შესაძლებელია მათი გადაწყვეტა. 

ხორციელდება ორგანიზაციაქალები  ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

შამგონა: აქტიურობა საერთო პრობლემების დასაძლევად

1 2 3

- პრობლემები, რომლებიც განსაკუთრებით აწუხებთ კონფლიქტის გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებ ქალებს - ეს იყო ონლაინ შეხვედრის მთავარი თემა სოფელ შამგონის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) თემის ქალებთან. მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მიერ გაკეთებული სწრაფი მოკვლევის შესახებ, რომელშიც გამოიკვეთა კორონავირუსით გამოწვეული იზოლაციის გავლენა ქალებზე.

მსჯელობისას მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ არსებულმა სიტუაციამ კიდევ უფრო დაამძიმა ქალის ტვირთი ოჯახში. მიუხედავად ამისა, მზად არიან, აქტიურად იმუშაონ იმ პრობლემების დასაძლევად, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო შეექმნა მათ ოჯახებს.

ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ფახულანში

1 2

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა სოფელ ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) თემის წევრებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მონაწილეებმა იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რომელთა ადვოკატირებაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია. სამოქმედო  გეგმის მიხედვით, საინიციატივო ჯგუფი ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით გააგრძელებს პრობლემის ადვოკატირებას. აქტივისტი ქალები მზად არიან, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ხურჩა: პრობლემათა იდენტიფიცირება მათი ადვოკატირების მიზნით

1 2

სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ონლაინ ფორმატით. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებულ სწრაფი მოკვლევის შედეგებს: რა საფრთხე შეუქმნა ქალებს კორონავირუსით გამოწვეულმა პრობლემებმა. აღინიშნა, რომ კონფლიქტის გამყოფი ხაზის სოფლებში კიდევ უფრო დამძიმდა ფსიქოლოგიური ფონი. მათ ისაუბრეს თემში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების აუცილებლობაზე.

ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

შეხვედრა კახათის აქტივისტ ქალთა ჯგუფთან

1 2 3

ფონდი „სოხუმი“ აქტიურად აგრძელებს მუშაობას კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით. ერთ-ერთი შეხვედრა სოფელ კახათის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) აქტივისტი ქალების ჯგუფთან გაიმართა.

სოციალური პრობლემები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დევნილთა უზრუნველყოფა ბინით - შეხვედრის მონაწილეებმა, ძირითადად, ამ საკითხებზე გააკეთეს ფოკუსი. მუშაობა წამოჭრილი პრობლემების ადვოკატირებით გაგრძელდება.

ხორციელდება ორგანიზაციაქალები  ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები