შამგონა - პრობლემების განხილვა ონლაინ შეხვედრაზე

1 2

მიწის რეგისტრაციის საკითხი და მასთან დაკავშირებული ფასები,  სამუშაო ადგილების დაკარგვით გამოწვეული ინდივიდუალური პრობლემები, გალის ტერიტორიაზე დარჩენილი ახლობლების საკითხი, რომლებიც დღემდე ვერ ახერხებენ პენსიის აღებას - ამ და სხვა საკითხებზე ემოციურად იმსჯელეს ონლაინ შეხვედრაზე სოფელ შამგონაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებმა ქალებმა. ისინი ამ პრობლემების ადვოკატირებას ცდილობენ.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ხურჩის თემში

1 2

სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის აქტიურობით არაერთი პრობლემა მოგვარდა. კორონოვირუსის პანდემიის შემდეგ გაჩნდა ახალი პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეებმა ინდივიდუალური და კოლექტიური პრობლემები განიხილეს და მათი მოგვარების საშუალებებზე იმსჯელეს. საინიციატივო ჯგუფი ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით შეეცდება  ამ პრობლემების ადვოკატირებას.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კიდევ ერთი მოგვარებული პრობლემა ქალთა საინიციატივო ჯგუფის ანგარიშში

1 2

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით კიდევ ერთი პრობლემა გადაიჭრა. ადვოკატირების შედეგად, სოფელ კახათის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) დევნილთა დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა ამოიწმინდა. ამ პრობლემის იდენტიფიცირება საინფორმაციო შეხვედრაზე მოხდა.

ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ადვოკატირების პროცესი ოპერატიულად გაგრძელდა და პრობლემა, რომელმაც მოქალაქეთა დაინფიცირების რისკები წარმოშვა, მოგვარდა.  

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ადვოკატირების პროცესში ქალები აქტიურად ერთვებიან

1 2 3

სოფელ კახათის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) აქტივისტმა ქალებმა ონლაინ ჩართვის დროს იმსჯელეს ადვოკატირების გეგმაზე, რომელიც პრიორიტეტული პრობლემების  მოგვარებას გულისხმობს.

-  ჩვენ, ქალებიც, ძალიან ინერტულები გავხდით, სულ ველოდებით, რომ ვიღაც მოგვიგვარებს პრობლემას. თითოეული ჩვენგანის აქტიურობაა საჭირო, რათა ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას, - აღნიშნეს მონაწილეებმა. 

ქალთა საინიციატივო ჯგუფმა უკვე დაიწყო ადვოკატირების პროცესი, რომელშიც თემის აქტივისტებიც არიან ჩართულნი.  

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

პრობლემათა ადვოკატირება კონფლიქტის გამყოფი ხაზის სოფლებში

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფები აქტიურად აგრძელებენ იმ პრობლემების ადვოკატირებას, რომლებიც კონფლიქტის გამყოფი ხაზის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრების და მოკვლევების შედეგად იქნა იდენტიფიცირებული. სამუშაო შეხვედრები ონლაინ ფორმატით უკვე ჩატარდა ჯგუფების მოდერატორებთან და განისაზღვრა პრობლემების პრიორიტეტები.  პრობლემების ადვოკატირების გეგმის განხილვაში თემის წევრებიც ჩაერთვებიან. ჩამონათვალში გრძელვადიანი პრობლემებიც ჩაინიშნა, შესაბამისად - ადვოკატირება მუნიციპალიტეტებისა და სამინისტროების დონეზე გაგრძელდება.

 პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები