გრძელდება გამოკითხვა ქალთა უფლებების საკითხებზე

1 2

80 ქალი გამოიკითხა მარტში აფხაზეთის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში: ხურჩასა და ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). გამოკითხვა ნაწილია მონიტორინგისა, რომელიც მიზნად ისახავს სოფლებში ქალთა უფლებების დარღვევის კუთხით არსებული მონაცემების შეგროვებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას. პროექტიდან გამომდინარე, მონიტორინგი 6 კონფლიქტისპირა სოფელს მოიცავს ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

მონიტორინგი ქალთა უფლებების საკითხებზე

1 2 3

გრძელდება მონიტორინგი თემაზე „ქალთა უფლებების დარღვევა კონფლიქტისპირა სოფლებში.“ საველე მონიტორის მიერ სოფელ ფახულანსა და წყოუშში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ანკეტირების, ფოკუს-ჯგუფისა და ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმატით მოხდა ბენეფიციარების გამოკითხვა. მიღებული მონაცემები საერთო ანალიზში ჰპოვებს ასახვას, რაც საერთო სურათს შექმნის ამ მიმართულებით  არსებულ მდგომარეობაზე. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

პრობლემების იდენტიფიკაცია და ადვოკატირება მათი მოგვარებისთვის

1 2

რა პრობლემები აწუხებთ ქალებს ყველაზე მეტად კონფლიქტის გამყოფ ხაზთან, რამდენად მნიშვნელოვანია ამ კონფლიქტების ადრეული პრევენცია და ადვოკატირება მათი მოგვარებისთვის - ამ საკითხებზე ისაუბრეს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი). მათ აღნიშნეს, რომ არსებული პრობლემები ქალთა უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს და მათი მოგვარება ხელს შეუწყობს კონფლიქტების ადრეულ პრევენციას.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

გამოკითხვა ქალთა უფლებების დარღვევის საკითხებზე

1 2 

3 4

-  ქალთა ულებების დარღვევა აფხაზეთის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში - თებერვალში ამ საკითხებზე გამოკითხვა ჩატარდა ფახულანსა და წყოუშში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ხურჩაში, ორსანტიაში, კახათსა და შამგონაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).

ფონდი „სოხუმის“ საველე მონიტორების მიერ ანკეტირების, ფოკუს-ჯგუფისა და  ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდით  სულ 205 ქალი გამოიკითხა.

- რომელ სფეროში ირღვევა ყველაზე მეტად ქალთა უფლებები, რა პრობლემები აწუხებს საზოგადოებას, რამდენად არიან ინფორმირებულნი ადგილობრივ სახელმწიფო პროგრამებზე - გამოკითხვა, ძირითადად, ამ საკითხებს შეეხებოდა.

გამოკითხვა მომდევნო თვეშიც გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა სოფელ კახათში

1 2

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა სოფელ კახათში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გაიმართა. მონაწილეებმა გამოკვეთეს პრობლემები, რომლებიც საზოგადოებაში კონფლიქტის განვითარების რისკებს შეიცავს. პრობლემათა უმრავლესობა ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სფეროს ეხება.  მომდევნო თვეებში კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში გამოკითხვა ჩატარდება, რომ გაირკვეს, რომელ სფეროში რა ხარისხით ირღვევა ქალთა უფლებები.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები