ხონში მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებათა კვლევა იწყება

  

14 ივნისს, ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში - საქართველოში“ ფარგლებში მუციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა  მუნიციპალიტეტში სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობისა და საჭიროებების კვლევასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.  

პროექტის მენეჯერმა შეხვედრის მონაწილეებს კვლევის კონცეფცია და სამიზნე ჯგუფების შერჩევის სპეციფიკა გააცნო. ითქვა, რომ სწორად განსაზღვრული კრიტერიუმები  კვლევის მიზნების წარმატებით  განხორციელების საწინდარია.

შეჯერდა კვლევების დრო და ადგილი, ჩართული სოციალური ჯგუფები და პასუხისმგებელი პირები, ასევე - ოპტიმალური ადგილი ფოკუს-ჯგუფის შეხვედრების ჩატარებისათვის.

გამოითქვა იმედი, რომ კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია იქნება კარგი პლატფორმა სოციალური ჩართულობის ადგილობრივი სტრატეგიის შესამუშავებლად.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ჩეხური  ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN). ხონში პროექტის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმი“.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაშიმხარდაჭერით 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები