პროექტის „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“ ფარგლებში დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები მედიცინის მუშაკებთან. პირველი შეხვედრა გაიმართა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონული სამსახურის თანამშრომლებთან. ე.წ. „სასწრაფო დახმარების“ ექიმები მიიჩნევენ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის კუთხით მუშაობა აქტუალურია. ისინი მოტივირებულები არიან, დაესწრონ ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებულ ტრენინგს, მიიღონ საჭირო ინფორმაცია, კოლეგებს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება, რათა ეფექტური იყოს ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება და დახმარება მსხვერპლის მიმართ.
პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით