ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის იმპლემენტაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა შემუშავებული „საგზაო რუკის“ პროექტი განიხილეს და გამოყვეს რიგი პრიორიტეტული საკითხები, რომელთა ადვოკატირება უკვე დაიწყო.
შეხვედრის ფოკუსში მოხვდა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა, რადგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის ჰარმონიზაციას 1325-ის „საგზაო რუკასთან“.
სამუშაო ჯგუფმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილა გენდერული პოლიტიკის დანერგვისათვის მნიშვნელოვანი თემების წამოწევის საკითხი. საუბარი შეეხო საბიუჯეტო რესურსების გამოყოფას, ადგილობრივი რესურსების მოქალაქეების საჭიროებებისკენ მიმართვის აუცილებლობას და მათი ჩართულობის უზრუნველყოფაზე. დაიგეგმა შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან მათი საჭიროებების გამოვლენის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის აქტიურ ჩართვას „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზაციაში.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.