გაეროს რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზების ზუგდიდის სამუშაო ჯგუფის წევრებმა 6 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ოთხ სოფელში - განმუხური, ორსანტია, ახალკახათი, კახათი. მონაწილეები გაეცნენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ს „ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება“. აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმას, რომელიც რეზოლუციის ლოკალიზებას ემსახურება.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი).