წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში დევნილი ქალებისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია 1325-ის რეზოლუციასა და სამოქმედო გეგმაზე. დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნეს წყალტუბოს სამუშაო ჯგუფის მიერ ფონდი „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმა.
შეხვედრას ესწრებოდა წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს დევნილთა თემის საჭიროებების ასახვას ადგილობრივ ბიუჯეტში. მერიის ინიციატივით, მსგავსი ტიპის შეხვედრები პერიოდულად ჩატარდება.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით