თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩატარდა შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები: ინვალიდთა ასოციაცია და საქართველოს ა(ა)იპ ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“.
ორივე შეხვედრა იყო ნაყოფიერი, რადგან საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, მონიტორინგში მონაწილე სამუშაო ჯგუფებს, მემორანდუმს. კარგი შეფასება მიეცა ტრენინგს, რომელიც ნოემბერში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის: „ტრენინგი იყო საინტერესო, დინამიური და დახვეწილი. ყველა ინფორმაცია - საჭირო და გამოსადეგი“.
ახლო ხანებში დაიგეგმა თერჯოლის მერთან შეხვედრა - პროექტის გაცნობის მიზნით.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით