მეწარმე ქალთა ფონდმა 17 დეკემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩაატარა შეხვედრა ადგილობრივი პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი - აფხაზინტერკონტი“ და „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი იყო ტრენინგის შედეგად მიღებულ ცოდნაზე, მონიტორინგის შესრულების მექანიზმებზე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე, ასევე ორგანიზაციებს გაეწია კონსულტაცია პროექტში დაგეგმილ სამომავლო საქმიანობებზე.
შეხვედრები ჩატარდა პროექტის „გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდთან და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით