დეკემბერში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ჯგუფური შეხვედრები გამართა რეგიონებში.
ოზურგეთისა და ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში საუბარი იყო თემაზე „7 წლამდე ასაკის ბავშვების ფსიქოლოგიური აღზრდის თავისებურებები“. გამოვლინდნენ პრობლემური ბავშვები. მეთოდისტები და პედაგოგები ადგილობრივ ფსიქოლოგთან განაგრძობენ მუშაობას.
ფოთის ორ საბავშვო ბაღში ჩატარებული არტსესიის შემდეგ გამოიკვეთა 13 ბავშვი - ოჯახში ძალადობის რისკით, დაბალი თვითშეფასებით და აგრესიული ხასიათით. ბავშვების ნახატები გადაეცა ფსიქოლოგს შემდგომი მუშაობისთვის.
სენაკსა და ხონში მოეწყო 4 ინდივიდუალური კონსულტაცია, ქუთაისში კი 10 ბენეფიციარი განაგრძობს ფსიქოთერაპიულ კურსს.