ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, გენდერული საბჭოს წევრები, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსები.
შეკრებილებმა ისაუბრეს სამხარეო ადმინისტრაციის მნიშვნელობაზე მუნიციპალური გენდერული საბჭოების მუშაობის კოორდინაციის საქმეში, შესაბამის ნაციონალურ სტრუქტურებთან საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე.
გამოიკვეთა მთავარი - მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების მიერ გენდერული პოლიტიკის დანერგვის მნიშვნელობა და ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით მუშაობის აუცილებლობა.