პროექტის დასაწყისი ლანჩხუთში

1 2 3

„საკრებულოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ელექტრონული კომუნიკატორი“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებაც დაიწყო ლანჩხუთში, საქართველოს სასოფლო დარბაზმა.

11 ივნისს გაიმართა ფოკუს-ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელიც მიჰყავდა ამირან გიგინეიშვილს. შეხვედრის მიზანი იყო საკრებულოს საქმიანობის ელექტრონული მენეჯერის შესაძლო სტრუქტურისა და დიზაინის განხილვა.

პროექტის დაწყებისა და პირველი აქტივობის შესახებ ინფორმაციები განთავსდა ორგანიზაციის ვებგვერდზე http://darbazi.org.ge

საქართველოს სასოფლო დარბაზის მცირე პროექტი ერთ-ერთია იმ 16 პროექტს შორის, რომელიც დაფინანსდა  პროექტის  „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები