სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ამბროლაურში

1 2

 3 4

„რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“ და „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ჰაბი - „აფხაზინტერკონტი“ მეწარმე ქალთა ფონდის პარტნიორი ორგანიზაციებია ამბროლაურში. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც 12 წევრია: მერიის, საკრებულოს, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და მასმედიის წარმომადგენლები.

18 ივნისს ამბროლაურში მეწარმე ქალთა ფონდის მონაწილეობით გაიმართა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, სადაც დამტკიცდა ჯგუფის შემადგენლობა. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრები გაეცნენ დებულებას, სამუშაო სტრატეგიას და სამოქმედო გეგმა-გრაფიკს. სამუშაო ჯგუფი ხელს შეუწყობს საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით რეალიზებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ (წამყვანი ორგანიზაცია), იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ და მეწარმე ქალთა ფონდის მიერ.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები